დაგეგმილი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია თელასი შეზღუდვის მიზეზად ავარიის პრევენციას, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას, სამშენებლო სამუშაოებს და ტრანსფორმატორის ტესტირებას ასახელებს.
კრწანისის რაიონში, სამშენებლო სამუშაოების ჩატარების გამო, 12:00-დან 13:00-მდე ელექტროენერგია არ ექნება გორგასლის, სამღებროს, თუმანიანის, ნაკაშიძის, კოტე აბხაზის და საადის ქუჩების მაცხოვრებლებს (სულ 219 აბონენტს). ასევე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნით 35 კვ ძაბვის ტრანსფორმატორის „კუმისი" ტესტირების მიზნით, 11:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს (სულ 121 აბონენტს).
საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 11:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის I კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს (სულ 845 აბონენტს). ასევე, ღამის 02:00-დან 05:00-მდე ელექტროენერგია არ ჰქონდათ საბურთალოსა და სულხან ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს (სულ 329 აბონენტს).
გარდა ამისა, ავარიის პრევენციის და ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, გვიან ღამით ელექტრომომარაგება შეზღუდათ ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს (სულ 1 157 აბონენტს). ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, უჩანეიშვილის და იმედაძის ქუჩების მაცხოვრებლებს (სულ 755 აბონენტს). ხოლო მთაწმინდის რაიონში, თარხნიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს (სულ 178 აბონენტს).
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





