ვიზალიბერალიზაცია

ბავარიის შს მინისტრი: საქართველოს და უკრაინას უვიზო რეჟიმი არ უნდა დაუწესდეთ

pnp.de

ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრი იოაჰიმ ჰერმანი საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების წინააღმდეგია.

"იმ შეცდომის არგასამეორებლად, რომელიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებამ გამოიწვია, ევროპა ვალდებულია, იზრუნოს საკუთარი ტერიტორიული საზღვრების უსაფრთხოებაზე", - განაცხადა ჰერმანმა Passauer Neuen Presse-სთან ინტერვიუში.

ჰერმანის აზრით, ამ სიტუაციაში საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება მიგრანტთა კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს.

როგორც ჰერმანი ამბობს, უკრაინელი თავშესაფრის მაძიებლების რიცხვი რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ გაიზარდა.

"თუ 2013 წელს 141 თავშესაფრის მაძიებელი იყო, 2014 წელს მათი რაოდენობა 2657-მდე გაიზარდა. 2015 წელს მომხდარი მოვლენების გამო ეს ციფრი კიდევ გაორმაგდა", - ამბობს ჰერმანი.

ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიში, სავარაუდოდ, ხვალ გამოქვეყნდება.

კომენტარები