მთავრობის შიგნით დიდი ხანია გვაქვს მსჯელობა ბაღებისა და სკოლების კვების საკითხთან დაკავშირებით. ამის თაობაზე საუბარი გვქონდა განათლების მინისტრთან, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მინისტრებთან. ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად გავამკაცროთ უსაფრთხოების ზომები, რომ არცერთი სკოლა არ დარჩეს შემოწმების გარეშე. ეს საკითხი ოთარ დანელიას კონტროლზე ჰყავს აყვანილი. გვინდა, მაქსიმალურად მკაცრი იყოს ზომები, თუ რომელიმე სკოლაში იქნა კვების რაციონის ან ჰიგიენის დარღვევა გამოვლენილი.
უსაფრთხოების ზომები