აშშ-ის მიერ შექმნილმა კოალიციამ ISIS-ის 3 ლიდერი მოკლა

REUTERS

ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის მიერ შექმნილმა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციამ ერაყის ტერიტორიაზე ISIS-ის სამი ლიდერი მოკლა.

ერთ-ერთი მოკლული აბუ სალაჰია, რომელიც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრი და პარალელურად, დაჯგუფება ალ კაიდას წევრიც იყო. მას მეტსახელად "ფულის მანქანასაც" ეძახდნენ. მის გარდა მოკლულია აბუ მარიამი, რომელიც ISIS-ის ფულის გამოძალვის სისტემას ხელმძღვანელობდა და აბუ რაჰმან ალ-ტუნისი, რომელიც დაჯგუფების ერთ-ერთი მთავარი კოორდინატორი იყო.

კომენტარები