რუსთავი 2-ის საქმე

რ2-ის იურისტები ურთმელიძეს კიდევ ერთ უკანონობაში ადანაშაულებენ

თამაზ ურთმელიძე
რუსთავი 2

რუსთავი 2-ის იურისტები მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს კიდევ ერთ უკანონო ქმედებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მოსამართლე ვალდებული იყო, შპს ტელეკომპანია საქართველოს წილებზე დადებული ყადაღისა და სხვა უფლებებზე დაწესებულ შეზღუდვებზე განჩინება სააპელაციო სასამართლოში გადაეგზავნა. კანონით დადგენილი 5-დღიანი ვადა კი 8 ნოემბერს ამოიწურა.

შედეგად, ამ დრომდე ძალაში რჩება ტელეკომპანია საქართველოს წილებზე ყადაღა, რუსთავი 2-ს კი ეზღუდება უფლება, მიიღოს 6 მილიონის ათვისების შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია საქართველო გეგმავდა ამავე კომპანიის წილის გაყიდვას და მყიდველი, თავის მხრივ, იღებდა ვალდებულებას განეხორციელებინა საქართველოს შვილობილ კომპანია რუსთავი 2-ში ინვესტიცია.

რუსთავი 2-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის, თქმით, ურთმელიძის ქმედებით კიდევ ერთხელ, ტელეკომპანია საქართველოს და ყარამანიშვილებს ერთმევათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და რუსთავი 2-ს მატერიალური ზარალი ადგება.

კომენტარები