ორმოები თბილისში

დავით ნარმანია: აღარ გვაქვს ორმოები

არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც კონტრაქტორმა კომპანიებმა დაიწყეს საგზაო სამუშაოები და ვეღარ გააგრძელეს, ვინაიდან მათ ფინანსური ან მენეჯმენტთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ. შესაბამისად, ჩვენ ყველა მათგანთან მიმართებით გავატარეთ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. ისინი დაჯარიმდნენ, მოხდა საბანკო გარანტიის ამოქმედება და მათ სხვა კონტრაქტორები ჩაენაცვლნენ. ორ მონაკვეთზე დღესაც მიმდინარეობს სამუშაოები. ასე რომ, ეს არის ცოცხალი პროცესი. არსებითი პრობლემა ამ ეტაპზე არ არსებობს. აღარ გვაქვს ორმოები. თუ ვინმეს სადმე კომუნიკაცია გაჰყავს, ხშირ შემთხვევაში, ამ სამუშაოს თბილისის მერია არ ახორციელებს. ეს არის კომუნიკაციის კომპანიები, რომლებსაც ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს სათანადოდ და ვადის დარღვევის შემთხვევაში, აქაც ჯარიმდებიან ისინი. 

თბილისის მერი დავით ნარმანია ტელეკომპანია იბერიას ეთერში.

კომენტარები