ხელისუფლება და ეკლესია

ჭითანავა: ხელისუფლება, რომელსაც რეიტინგი დაუვარდა ეკლესიის გამოყენებას ცდილობს

ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან სიმპტომური მოვლენა. საპატრიარქო ძალიან კარგად თამაშობს ძალაუფლებით და მან კიდევ ერთხელ მოახდინა ამ ძალაუფლების დემონსტრირება, რომ ის ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას და პრეტენზია აქვს, გახდეს პოლიტიკური მოთამაშე. ის არ არის უბრალოდ რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც რელიგიურ საქმიანობას ახორციელებს. თავის მხრივ საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც რეიტინგი დაუვარდა, ცდილობს, გამოიყენოს ეკლესია ლეგიტიმაციისთვის. ამას აკეთებდნენ წინა ხელისუფლებებიც და ეს არის მუდმივად საქართველოში არსებული პრობლემა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მიხედვით საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო, ვერ ხერხდება რელიგიური ინსტიტუტებისა და სახელმწიფოს გამიჯვნა. ეს არის ორმხრივი ფლირტის პროცესი. პოლიტიკოსები ეკლესიას იყენებენ, როგორც ინსტრუმენტს თავისი ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის, იმიტომ, რომ მათ არ აქვთ საკმარისი ლეგიტიმურობა და საპასუხოდ საპატრიარქო იღებს ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს. თუკი დავაკვირდებით ამ ფინანსური რესურსის და ქონების გადაცემის მასშტაბს, ეს არის ძალიან დივერსიფიცირებული. საზოგადოებამ იცის, რომ საპატრიარქო ყოველწლიურად ბიუჯეტიდან იღებს 25 მლნ ლარს და ვახსენეთ, რომ ეს არის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზარალის ანაზღაურება. საპატრიარქო ხშირად მანიპულირებს ამ არგუმენტით, ის ეყრდნობა კონსტიტუციური შეთანხმების მეთერთმეტე მუხლს, თუმცა, როგორც ვთქვით, ეს ზარალი არ არის დათვლილი, არ არის შეფასებული. თუკი ჩვენ ვსაუბრობთ მატერიალური და მორალური ზარალის ნაწილობრივ კომპენსაციაზე, თავისთავად ცხადია, რომ ეს ზარალი უნდა იყოს დათვლილი, შეფასებული და ვადები უნდა იყოს დათვლილი, რომლის ფარგლებშიც ეს ანაზღაურება მოხდება

TDI-ის დირექტორი ეკა ჭითანავა გადაცემა არჩევანში

კომენტარები