პატიმრების შეწყალება

პეტრიაშვილი: ქართული ოცნება თავიდან ბოლომდე ემოციურ გაუგებრობაში იმყოფება

გარკვეული ხნის უკან მე მეგონა, რომ ერთი მინისტრი იყო ემოციურ-სოლიდარულ გაუგებრობაში. აღმოჩნდა, რომ მთელი ქართული ოცნება თავიდან ბოლომდე არის ემოციურ გაუგებრობაში. მიუხედავად იმისა, რა პოზიცია დააფიქსირა პარლამენტის თავჯდომარემ, კურტანიძემ, პრემიერმა, სხვა დეპუტატებმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, რომელი იყო სწორი და ჯანსაღი პოზიცია და რომელი იყო სიყვარულით განმსჭვალული მოსაზრების გახმიანება, კატასტროფასთან გვაქვს რეალურად საქმე. ფაქტი სახეზეა, რომ ეს ხელისუფლება მოწყვეტილია საკუთარ მოქალაქეებს, მათ პრობლემებზე არ და ვერ საუბრობს, არ აქვს კონტაქტი ხალხთან. სამწუხაროდ, საფუძვლებიც კი არ აქვს გათვითცნობიერებული, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება. თანაც საპატრიარქოს განმარტების შემდეგ ყველაფერიც ცხადზე ცხადი გახდა. ჩვენი, თავისუფალი დემოკრატების პოზიცია ამ შემთხვევაში ძალიან პრინციპულია, ეს დაადასტურა საპატრიარქოს განცხადებამაც ცხადყო, რომ ეკლესიას აქვს თავისი ფუნქცია, ხელისუფლებას აქვს თავისი ფუნქცია.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი გადაცემა არჩევანში

კომენტარები