შეწყალების უფლება

უსუფაშვილი: პატრიარქმა ვინმე შეიწყალოს და სხვა არა, რელიგიურადაც არასწორია

როცა საუბარია მართლმსაჯულების სისტემის მიერ სასჯელდადებულ პირზე, მისი შეწყალების უფლება აქვს და უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მეთაურს. ეს ასეა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. მე მგონი, ყველამ გაიაზრა ისიც, რომ თეორიულ საკითხზე მსჯელობაც კი, რომ პატრიარქს ჰქონდეს ამ ტიპის უფლებამოსილება, იქნება გაუმართლებელი არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი, არამედ ეკლესიური თვალსაზრისითაც. პატრიარქის ჩაყენება იმ მდგომარეობაში, რომ პატრიარქმა ვინმე შეიწყალოს და სხვა დატოვოს ციხეში, რელიგიური გადმოსახედიდანაც არის არასწორი მოქმედება. 

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

კომენტარები