დღეს, თბილისის ოთხ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

history.com

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის, ვაკის, კრწანისის და საბურთალოს რაიონებს,

ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, სოფელ გლდანის, ავშნის და ნუშის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ახალდაბის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის III, VII კვარტლების, პეტრე ქავთარაძის, ნუცუბიძის და თოფურიას ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე - უნივერსიტეტის ქუჩის მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები