თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

beyroutey.com/

დაგეგმილი სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. კომპანია თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება დიდუბის, კრწანისის, ნაძალადევის, გლდანის, საბურთალოს, სამგორის და ჩუღურეთის რაიონებს. 

დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, მიქელაძის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, ცოტნე დადიანის, ღოღობერიძის, ღრმაღელის, ერისთავის, მოლითის, ზესტაფონის, გურამიშვილის, მექანიზაციის, ილურიძის, ზედაზენის, დიდი ჯიხაიშის, ქსოვრელის, თმოგვის, ქართლის, კოკინაკის, ლომთათიძის, დაისის, კნოლევის, იმერეთის და ჯავის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ თელეთის, ფონიჭალის დასახლების, ღოღობერიძის, სურგულაძის, ლომინაძის და ჟორდანიას ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს შეეხება, ხოლო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, VII კვარტლების, თამარაშვილის, ცინცაძის, ქავთარაძის, ნუცუბიძის და შავგულიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III და IIIა მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქვლივიძის შესახვევის, არაგვისპირელის შესახვევის და ვერჰარნის ქუჩის მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს თელასი.

კომენტარები