კრიმინალი

ნიკორას მაღაზიის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ ნიკორას მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა. 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნუკრი ი. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, 2015 წლის 30 ნოემბერს, ღამით, თბილისში, ნიკორას საფირმო მაღაზიაში შეიჭრა, ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდი გასროლით მაღაზიის დაცვის თანამშრომელი გივი ღ. დაჭრა, ამავე იარაღიდან მოლარის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, 250 ლარამდე ფული გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული თბილისში დააკავეს. დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აცხადებს შსს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს.

კომენტარები