საინვესტიციო გარემო

პრემიერი: ჩვენ ვმუშაობთ საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებისთვის

მინდა, შევეხო კლიმატის ცვლილებების პრობლემის გადაჭრას. ქვეყნის სუფთა ენერგიის უზრუნველყოფისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისება. ხოლო ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა არის მდიდარი. მინდა გამოვყო ჰიდრორესურსები. ჩვენ ასევე გვაქვს ქარის, მზის, ბიომასის და გეოთერმული წლების ენერგიის პოტენციალიც, რაც საშუალებას იძლევა, რომ დამატებითი სიმძლავრეები შეიქმნას ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების საშუალებით. დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვმუშაობთ საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ სტაბილური, გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული სამართლებრივი ბაზის შექმნა არის უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრაზე.

კომენტარები