საინვესტიციო გარემო

საქართველოს სურს ევრონიუსმა მაუწყებლობა ქართულადაც დაიწყოს

euronews.com

ქართულ მხარეს სურს, იმ 13 ენას, რომელზეც ევრონიუსი მაუწყებლობს, ქართულიც დაემატოს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"საერთოდ, პერსპექტივაში სასურველი იქნება, რომ იმ 13 ენას, რომელზეც ის მაუწყებლობს, ქართულიც დაემატოს, მაგრამ დღესდღეობით ამაზე საუბარი ნაადრევია. ეს იყო ჩვენ მიერ გამოთქმული სურვილი. მთლიანად კი მათი განწყობა დადებითია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, იგი შეხვდა ევრონიუსის გენერალურ დირექტორს, რომელიც გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის მზადაა. კვირიკაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია საინფორმაციო კამპანია განხორციელდეს იმ ქვეყნებში, სადაც ევრონიუსი მაუწყებლობს, რადგან ეს გამოიწვევს საქართველოს, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო ქვეყნის ცნობადობის ზრდას.

 

კომენტარები