დიდი ბრიტანეთი - ISIS

დიდი ბრიტანეთი სირიაში პირველ საჰაერო დარტყმებს ახორციელებს

Getty Images

დიდმა ბრიტანეთმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სირიაში RAF Tornado-ს ტიპის რეაქტიული თვითმფრინავები გაგზავნა.

თვითმფრინავებმა აღმოსავლეთ სირიაში, ISIS-ის მიერ კონტროლირებადი პუნქტები დაბომბეს. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მაიკლ ფელონის თქმით, დარტყმები წარმატებული იყო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიტანულმა პარლამენტმა ISIS-ის დაბომბვას მხარი დაუჭირა. დაბომბვას მხარი 397 პარლამენტის წევრმა დაუჭირა, 223 კი წინააღმდეგი იყო. თემთა პალატაში დებატები 10 საათს გაგრძელდა.

კომენტარები