NATO - რუსეთი

პესკოვი: შეუძლებელია, NATO-ს გაფართოებას მოსკოვის მხრიდან პასუხი არ მოჰყვეს

Reuters

მონტენეგროს NATO-ში მიწვევის შემდეგ, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ NATO-ს გაფართოებას აღმოსავლეთით მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს.

"მოსკოვი მუდმივად აღნიშნავდა, რომ შეუძლებელია, ალიანსის და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთით გაფართოებას არ მოჰყვეს საპასუხო ნაბიჯები რუსეთის მხრიდან, ინტერესთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის დაცვის მიზნით", - თქვა პესკოვმა.

პესკოვს არ დაუკონკრეტებია, რა ნაბიჯებს გადადგამს მოსკოვი.

ასპირანტი ქვეყანა მონტენეგრო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად დღეს მიიწვიეს.

კომენტარები