მაღალი პრემიები

წულუკიანი: არ მინდა პრემია, რომელიც გამოიწვევს კითხვებს, ისე ვიმუშავებ

რაც შეეხება მინისტრებს, რაც შემეხება მე, სხვებზე ვერ ვისაუბრებ, მათ შორის, ვერც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე, ალბათ, ამაზე თავად უნდა ისაუბროს. მე წელს არც ერთი თეთრი პრემიის სახით არ ამიღია და ვიცი, რომ თუ ავიღებ, ამას შეიძლება მოყვეს კითხვის ნიშნები. ამიტომ, რაც არ უნდა ბევრს და კარგად ვმუშაობდე, პრემია, რომელიც გამოიწვევს კითხვებს, ასეთი პრემია არ მინდა. ვიმუშავებ ისე ჩემი ქვეყნის პროგრესისთვის და ეს მე მეამაყება.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

კომენტარები