თეორემა

2016 წლის ბიუჯეტის პრობლემები

მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი ლარის შემდგომ გაუფასურებას და ფასების ზრდას გამოიწვევს - ასე აფასებს კომენტატორთა დიდი ნაწილი დოკუმენტს, რომელიც მალე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

დაპირებული ქამრების შემოჭერის ნაცვლად, სახელმწიფო ხარჯები ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით იზრდება. იზრდება თითქმის ყველა სახელმწიფო უწყების ბიუჯეტი, იზრდება მთავრობის ანაზღაურება. მომავალი წლის ივლისიდან 20 ლარით გაიზრდება პენსია. საგულისხმოა, რომ თავდაპირველად ხელისუფლება საკუთარ ხელფასებს ზრდიდა - პენსიებს იგივეს ტოვებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ სამთავრობო ბიუროკრატიის ანაზღაურების შემცირების ხარჯზე პენსიების 50 ლარით გაზრდა მოითხოვა, მთავრობამ პენსიების გაზრდა გადაწყვიტა, ოღონდ არა საკუთარ ტანზე ქამრის მოჭერის, არამედ თავად ბიუჯეტის ზრდის ხარჯზე.

როგორია 2016 წლის ბიუჯეტი და რა გავლენა ექნება მას საქართველოს მოსახლეობის ორ მთავარ პრობლემაზე - ფასების ზრდასა და ლარის გაუფასურებაზე.

კომენტარები