NATO

ღარიბაშვილი: არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის და ცრუ მოლოდინების შექმნა

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრა პარიზში ვიზიტის დროს პრემიერმინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ელოდება NATO-ს ვარშავის სამიტს და ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მოლოდინების შექმნა არ სურს. ამის შესახებ განცხადება პრემიერმინისტრმა ბატაკლანის თეატრთან გააკეთა, სადაც ელჩთან ერთად 13 ნოემბრის ტერაქტებში დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიჰყვება უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის გეგმას, რომელიც დროშია გაწერილი და ყველა ვალდებულება ეფექტურად სრულდება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დანარჩენი დამოკიდებულია გლობალურ ვითარებაზე.

კომენტარები