კლიმატის ცვლილების სამიტი

პრემიერი: საქართველო კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში ნამდვილი ლიდერია

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის (COP21) მონაწილეებს მიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფომაციით, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველო კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში ნამდვილი ლიდერია, განსაკუთრებით, დიდი ოდენობით განახლებადი ენერგიის გამოყენებისა და ექსპორტის გათვალისწინებით.

"მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა კლიმატური ცვლილებების შემცირებისკენ მიმართული მოქმედების გააქტიურებისადმი და აღნიშნა, რომ "ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილი კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული" დოკუმენტი ითვალისწინებს გამონაბოლქვის 15-25-პროცენტით შემცირებას 2030 წლისთვის. პრემიერის თქმით, 2021-2030 წლების კლიმატთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმაში, რომელიც მომავალ წელს შემუშავდება, განსაზღვრული იქნება, როგორ უნდა მიაღწიოს ამ მიზანს საქართველომ და რა სახის საერთაშორისო მხარდაჭერა დასჭირდება ამ პროცესში", - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

კომენტარები