სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან

დანელია: არ მგონია, რუსეთ-თურქეთის დაძაბულობა ვინმეს უხაროდეს

ოთარ დანელია
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია როსსელხოზნადზორის წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც, რუსული მედიის ინფორმაციით, თქვა, რომ "თურქეთის მიმართ დაწესებულმა ემბარგომ მეზობელი ქვეყნები გაახარა და ეს ინფორმაცია საკმაოდ პოზიტიურად მიიღო საქართველომ, ასევე სომხეთმა და აზერბაიჯანმა".

"არ მგონია, ვინმეს ხელეწიფებოდეს ან უხაროდეს დაძაბულობა ამ ქვეყნებს შორის. ეს არის რეგიონში ორი ძლიერი ქვეყანა და მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის იყოს კარგი ურთიერთობები. მე მჯერა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დროზე მოხდეს ამ კონფლიქტის დარეგულირება. რაც შეეხება საქართველოს, არცერთი ქვეყნის კეთილდღეობა არ უნდა იყოს აგებული რომელიმე ქვეყნის გამოწვევებზე. ჩვენ არ გვქონია დამატებითი კონსულტაცია არცერთ ქვეყანასთან, გამომდინარე იმ მოვლენებიდან, რაც ხდება რუსეთსა და თურქეთს შორის, სავაჭრო ურთიერთობის - ექსპორტისა თუ იმპორტის გადახედვასთან დაკავშირებით", - განმარტა ოთარ დანელიამ.

კომენტარები