ჯორდან ბელფორტი

ჯორდან ბელფორტმა გაყიდვების თემაზე თბილისში მასტერკლასი ჩაატარა

wallstreet.ge

საფინანსო-საინვესტიციო კომპანია ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის ორგანიზებით, თბილისის საკონცერტო დარბაზში "უოლ სთრითის ნამდვილმა მგელმა" ჯორდან ბელფორტმა მასტერკლასი ჩაატარა თემაზე "დარწმუნების ხელოვნება". ის დამსწრეებს გაყიდვების სფეროში საკუთარ გამოცდილებაზე და გაყიდვების საუკეთესო მეთოდებზე ესაუბრა. მასტერკლასი რამდენიმე საათს გაგრძელდა.

ჯორდან ბელფორტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი სპიკერია მსოფლიოში. წლის განმავლობაში ის 5-6 ქვეყანას სტუმრობს. მის მასტერკლასებს ძირითადად გაყიდვებისა და მარკეტინგის, ასევე ბრენდინგის, ბიზნესის განვითარებისა და მართვის სპეციალისტები და ლიდერები ესწრებიან.

ბელფორტი ბრონქსში დაიბადა. მან 90-იან წლების დასაწყისში დააარსა კომპანია Stratton Oakmont. 1998 წელს ის თაღლითობისთვის დააკავეს. გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობის შედეგად, პატიმრობაში მხოლოდ 22 თვე დაჰყო. გარდა იმისა, რომ ოფიციალური მილიონერია, 2013 წლამდე სწორედ პატიმრობა იყო ბელფორტის ცხოვრების მთავარი მოვლენა.

2013-ში კი მისი როლი ლეონარდო დიკაპრიომ ითამაშა მარტინ სკორსეზეს ფილმში "უოლ სთრითის მგელი", რომელიც ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით იქნა გადაღებული. თავად წიგნი კი ბელფორტის მემუარებს ეფუძნება.

დღეს, ჯორდან ბელფორტის საგანმანათლებლო-სამოტივაციო პროგრამა სახელწოდებით Straight Line Persuasion - ერთ-ერთი ყველაზე მაღალმოთხოვნადია მსოფლიოში. მსნემელი, ბელფორტის გამოცდილების გარდა, იძენს ცოდნას პირდაპირი გაყიდვებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის საუკეთესო მეთოდების შესახებ. ბელფორტის მიმდინარე წლის კალენდარშია სან პაულო, ფრანკფურტი, მოსკოვი, მელბურნი და ბანგკოკი.

ბელფორტმა 2015 წლის ტურნე თბილისის მასტერკლასით დაასრულა.

კომენტარები