მასწავლებლის ხელფასი

სანიკიძე: 2016 წლის აპრილში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 600-700 ლარი იქნება

მასწავლებლების ხელფასებზეც გვაქვს 2012 წელთან შედარებით საბაზოში 60%-იანი ზრდა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ საბაზო ხელფასის ზრდა უფრო მეტად ზრდის საშუალო ხელფასს. საშუალო ხელფასი 2016 წლის აპრილში გვექნება 600-700 ლარი. ეს ძალიან დიდი სხვაობაა. საშუალო ხელფასი იყო 400-450, მაქსიმუმ 500 ლარი. საშუალოზე როცა ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ ყველაზე მეტი მასწავლებლების, რა კონტინგენტიც გვყავს, მათ საშუალო ანაზღაურებას. ამიტომ, ვფიქრობ, აქ არ ვართ ცუდ მდგომარეობაში. 2017 წელს სქემის მიხედვით, კიდევ გვაქვს ზრდა დაგეგმილი, რომელიც უკვე, საბოლოო ჯამში, საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს გაუთანაბრებს მასწავლებლების ხელფასს"

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები