თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

დაგეგმილი სამუშაოების გამო, დღეს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება გლდანის, ვაკის, სამგორის, დიდუბის, კრწანისის და საბურთალოს რაიონებს.

გლდანის რაიონში, 11:00-დან 18:00 საათამდე, დენის მიწოდება შეუწყდება ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, შეშელიძის, ხევძმარის და ხიზაბავრის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00-დან 15:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეუწყდება ვარკეთილის მასივი IV მიკრორაიონის II კვარტლის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 11:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 11:00-დან 13:00 საათამდე, ელექტროენერგია არ ექნება ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III მიკრორაიონის, რუსთავის გზატკეცილის და სადგურის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კოსტავას, ბახტრიონის, ლვოვის, ონიაშვილის, მგალობლიშვილის, გაგარინის, მელიტონ ქანთარიას, ვიტალი დარასელიას და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები