რეკლამა

ნაძალადევის რაიონში, შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული სათამაშო მოედანი მოეწყო

სიცოცხლის ხე

ფონდ სიცოცხლის ხის დაფინანსებით, კოალიცია მზის შვილებისა და ნაძალადევის გამგეობის ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, თბილისში პირველი ადაპტირებული გასართობი მოედანი მოეწყო. ადაპტირებული მოედნისთვის ნაძალადევის გამგეობამ გამოყო ტერიტორია ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის სკვერი), უზრუნველყო ტერიტორიის კეთილმოწყობა, ასფალტის საფარის დაგება, ბორდიურების მოწყობა, სათამაშო მოედნის სპეციალური საფარით დაფარვა.

ადაპტირებული სკვერის მოწყობა კოალიცია მზის შვილების ორგანიზებით განხორციელდა. პროექტმა „ფიტნესი ბარიერების გარეშე, ღია ცის ქვეშ" ფონდ სიცოცხლის ხის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და 25 000 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. საიდანაც შესაძლებელი გახდა ადაპტირებული სკვერისთვის სპეციალური ატრაქციონების შეძენა პოლონეთში და მათი საქართველოში ტრანსპორტირება.

ფონდ სიცოცხლის ხის მიერ გამოცხადებული ორი საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჯამში 23 პროექტი განხორციელდა, რისთვისაც 480,202 ლარი გამოიყო.

პროექტის ფარგლებში ადაპტირებულ სათამაშო მოედანზე ასევე განთავსდა ზღაპრული სახლი, სხვადასხვა ტიპის სავარჯიშო აღჭურვილობა, რომელიც შშმ ბავშვების (ეტლით მოსარგებლე, მსხვილი მოტორიკის სირთულის, დაუნის სინდრომის და აუტისტური სპექტრის მქონე) ფიზიკურ განვითარებას უწყობს ხელს, ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, თამაშით და გართობით გაიუმჯობესონ ფიზიკური აქტივობა.

 

კომენტარები