ისლამური სახლმწიფოს სახელით საქართველოს მისამართით მუქარა გავრცელდა.
საგულისხმოა, რომ ამის შესახებ ორი კვირის წინ გვაცნობა, წინა ხელისუფლების დროს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლებულმა და ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტპატიმრად შერაცხულმა ვახტანგ მაისაიამ.
ის, რომ ტერორიზმის საფრთხეს რუსეთი თავის სასარგებლოდ იყენებს, ახალი ამბავი არ არის - ამის ნათელი დასტურია პარიზის ტერაქტის შემდეგ განვითარებული მოვლენები. თუმცა იგივეს ადასტურებს ჩვენი გამოცდილებაც - 2002 წელს პუტინმა გაეროს უშიშროების საბჭოს წერილი მიწერა, სადაც საქართველოში რუსული სამხედრო ინტერვენციის აუცილებლობის შესახებ აფრთხილებდა, 2002 წლის აგვისტოში დაგვბომბა კიდეც პანკისის ხეობას თავშეფარებული ჩეჩენი მებრძოლების გამო. თუმცა ეს თემა შეერთებული შტატების რეგიონით დაინტერესებამ მოხსნა დღის წესრიგიდან. 11 სექტემბერი ახალი მომხდარი იყო, ამერიკას ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ომი ჰქონდა დაწყებული და პანკისის ხეობაც შეერთებული შტატების ინტერესის ზონაში მოხვდა.
რა სარგებელი მოაქვს ტერორიზმის საფრთხეს რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის, ამაზე ვსაუბრობთ თეორემას მეორე ნაწილში.




