მიგრანტების კრიზისი

მანუელ ვალსი: ევროპა მეტ მიგრანტს ვეღარ მიიღებს

EPA

საფრანგეთის პრემიერმინისტრი მანუელ ვალსი აცხადებს, რომ ევროპული ქვეყნები გარკვეულ ლიმიტს მიუახლოვდნენ და მიგრანტების ახალ ნაკადს ვეღარ მიიღებენ.

"ჩვენ ვეღარ შევძლებთ მიგრანტებისთვის საცხოვრებლის მიწოდებას, ეს შეუძლებელია", - თქვა ვალსმა გერმანულ გამოცემა Sueddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში.

ვალსმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა საზღვრების დაცვა უნდა გააძლიერონ, რადგან, მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის მომავალისთვის.

"თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ ხალხი გვეტყვის: საკმარისია ევროპა!" - დასძინა ვალსმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მიგრანტების ყველაზე დიდი კრიზისის წინაშე დგას.

კომენტარები