საჯარო ფინანსები

2015 წლის პირველ ცხრა თვეში მთავრობის ვალი 25%-ით გაიზარდა

REUTERS

2015 წლის პირველი სამი კვრატლის მონაცემებით, 2014 წლის პირველ სამ კვარტალთან შედარებით საქართველოს სახელმწიფო სექტორის  ვალი 25%-ით, ანუ 2.47 მილიარდი ლარით არის გაზრდილი. ვალის მოცულობის ზრდა ლარის გაუფასურებას უკავშირდება, რადგანაც ვალის 82% უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული და მასზე ეროვნული ვალუტის რყევა გავლენას ახდენს. საგარეო ვალის მოცულობა 9.9 მილიარდ ლარს აჭარბებს. შიდა ვალის მოცულობა კი 2.2 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც გასული წლის მონაცემებს 16%-ით აღემატება.

PMCG-ის კვლევის მიხედვით, სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზე მაჩვენებლის 38%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით 5.4%-ით არის გაზრდილი. სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის მიხედვით, განვითარებადი ქვეყნისთვის სახელმწიფო ვალის ზღვარი მშპ-სთან მიმართებით 50%-ია. სამთავრობო ვალის 18% შიდა ვალს წარმოადგენს.

სახელმწიფო საგარო ვალი ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ხმარდება. სახელმწიფო საგარეო ვალი საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნებისთვის უცხოური ვალუტის მოზიდვის ერთ-ერთი ხელმისაწვდომი საშუალებაა. მეტიც სახელმწიფო საგარეო ვალი საშიანო ვალზე უფრო ხელმწისაწვდომია, რადგანაც ერთწლიანი საშინაო ვალის საპროცენტო განაკვეთი 11%-ია, ხუთწლიანი ვალზ კი განაკვეთი 14.2%-მდე არის გაზრდილი. საგარეო ვალის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ საგარეო ვალი უცხოურ ვალუტაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შემოდინება ლარის გამყარებაზე დადებით გავლენას ახდენს. 

საგარეო ვალისგან განსხვავებით საშინაო ვალი ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ ხმარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საშინაო ვალი ეკონომიკურ ზრდაზე გავლენას არ ახდენს, ასევე ის ეროვნულ ვალუტაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არც ლარის გამყარებაზე ახდენს გავლენას.

2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მაჩვენებელი ბიუჯეტის შემოსავლების მიმართ 202.5%-ია, რაც 2014 წელთან შედარებით 71%-ითაა გაზრდილი. ამავე პერიოდში სახელმწიფო ვალი ექსპორტის მიმართ 310%-ია.

2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მომსახურება ექსპორტის მიმართ 14.7%-ს უტოლდება, რაც არ აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ დადგენილ 25%-იან ზღვარს.

2009 - 2014 წლებში წლიურმა მაჩვენებელმა მდგრადობის ზღვარს მხოლოდ ერთხელ 2009 წელს გადააჭარბა (2.1%-ით) და 27.1%-ს გაუტოლდა, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 2012 წელს (9.8%) დაფიქსირდა.

2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მომსახურება ბიუჯეტის შემოსავლებთან 9.6%-ს შეადგენს, სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით ამ მაჩვენებლის ზედა ზღვარი 35%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

კომენტარები