თავისუფალი ზონის წევრის დაკავება

რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი ბანერის გაკვრისთვის თავისუფალი ზონის წევრი დააკავეს

რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ბანერის გაკვრისთვის თავისუფალი ზონის წევრი დააკავეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, დაკავებულია გიორგი რუხია, რომელიც ვიდეოს იღებდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ რუხაია დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. 

კომენტარები