კრიმინალი

პროკრედიტ ბანკის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდაცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული გიორგი ბ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე, პროკრედიტ ბანკის ფილიალი დააყაჩაღა, საიდანაც 15 000 ლარამდე ფული გაიტაცა. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით).

კომენტარები