საქართველო და რუსეთი

ჯენსენი: პუტინი დაიახლოვებს საქართველოს, მკერდთან მიიკრავს, ნიშნები უკვე არის

პროდასავლური მთავრობისგან საჭიროა უფრო ზუსტი პოლიტიკა, წესების დაცვა, განსაკუთრებით ეს კორუფციასთან ბრძოლას და მოსკოვთან ფლირტს ეხება. თავისუფალი ბაზრის პირობებში რუსულ ბიზნესს ქვეყნიდან ვერ გააძევებ, მაგრამ უპრიანი იქნებოდა მეტი სიფრთხილის გამოჩენა. იმიტომ, რომ მოსკოვს საქართველოს იმაზე მეტად დაპყრობა აღარ სჭირდება, რაც უკვე დაიპყრო, მოსკოვისთვის საკმარისია, საქართველო ახლოს ჰყავდეს. არ ვფიქრობ, რომ პუტინი საქართველოსადმი ამერიკის სამხედრო ერთგულებას გამოსცდის, მაგრამ ის დაიახლოვებს საქართველოს, ნელ-ნელა მკერდთან მიიკრავს. ამის ნიშნები უკვე არსებობს, და ახლა ყველა სწორედ ამაზე უნდა წუხდეს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარი დონალდ ჯენსენი ამერიკის ხმასთან საუბარში.

კომენტარები