თელასის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის, საბურთალოს, გლდანის და დიდგორის რაიონებს.
ნაძალადევის რაიონში - 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია არ ექნება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მუხრანის, ჟინვალის, ჭოპორტის, სანზონის და ლიახვის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში - 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჭედიას, სარაჯიშვილის, შუშის, წყალსადენის და ლაზოს ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 09:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დიდი დიღმის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს, ხოლო 11:00-დან 17:00 საათამდე - ნუცუბიძის და გამრეკელის ქუჩების მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს თელასი.





