დაგეგმილი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასის ცნობით, ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, გლდანის, დიდგორის, კრწანისის, დიდუბისა და ნაძალადევის რაიონებს.
გთავაზობთ შეზღუდვის გრაფიკს:
საბურთალოს რაიონი - 10:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის და ბახტრიონის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00-დან 15:00 საათამდე კი, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, გაბაშვილის და გაგარინის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი - 11:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგია არ ექნება ფეიქრების ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი - 12:00-დან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი - 11:00-დან 17:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეუწყდება პუშკინის, ლესელიძის, დადიანის, აბესაძის, გუდიაშვილის, ლერმონტოვის, აბო თბილელის, ახოსპირელის, ჩიხლაძის, კუფტინის, საიათნოვას, ხანძთელის, ბერიძის, ანტონ კათალიკოსის, კოტე აფხაზის, კალისტრატე ცინცაძის, ვერცხლის, ავლევის და ოქრომჭედლების ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00-დან 14:00 საათამდე კი, დიდი ხეივნის, გულიას და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი - 10:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, კედიას და ბაქრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი - 10:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგია არ ექნება მეტრო ღრმაღელეს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების და ჩარგლის ქუჩის მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





