2007 წელს ოპოზიციურ „იმედში" სპეცრაზმი შევიდა და არხი დაიხურა. შემდეგ „იმედს" შეეცვალა მფლობელი და ეს პროცესები ყველას კარგად ახსოვს, თუმცა ყველას არ ახსოვს კარგად, თუ რა სარეიტინგო კომპოზიცია იყოს 2007 წელს, „იმედში" შეჭრამდე. ქვემოთ ისტორიული მონაცემებია, რაც ადასტურებს, რომ მაშინ, დახურვამდე, „იმედი" ყველაზე რეიტინგული არხი იყო საამომრჩევლო პოპულაციაში (18+). ამ პერიოდში, ქართულმა ტელევიზიებმა, მათ შორის „იმედმა" ახალი მენეჯმენტის პირობებში, „რუსთავი2"-მა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეწყვიტეს კონტრაქტები კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველოსთან". ბაზარზე ახალი გამზომი გაჩნდა, რომელიც მაშინდელმა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტენდერის გზით დააფინანსა. მაშინ „თი-ვი ემ-არ საქართველო" გადააყოლეს იმედის რეიტინგებს, თუმცა სარეკლამო ბაზარმა არ შეიცვალა კონტრაქტორი გამზომი. „იმედმა" კი ეს ყველაფერი დაივიწყა.
2015 წელს, ოპოზიციური „რუსთავი 2" ყველაზე რეიტინგული არხია, მას აქვს სამართლებრივი დავა და ბაზარზე ჩნდება ახალი გამზომი, რომლის დაფინანსების წყარო შემცირებული სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის პირობებში მთლიანად ბუნდოვანია. ამჯერად, ბაზარზე ცალკეული მოთამაშეების ამოცანაა, რომ „თი-ვი ემ-არ საქართველო" „რუსთავი 2"-ის რეიტინგებს გადააყოლონ. კომპანიას ჯერ კიდევ აქვს სამართლებრივი დავა სახელმწიფოსთან კვლევაში ჩართულ რესპონდენტთა სიების გადაუცემლობის გამო. თითქოს ისტორია მეორდება.
მაშ ასე, 2007 წლის ისტორიული მონაცემების შედარება 2015 წლის სარეიტინგო კომპოზიციასთან.
სატელევიზიო ბაზარი დინამიკურად იცვლება, თუმცა მრავალწლიანი გამოცდილება ადასტურებს ფაქტს, რომ ოპოზიციური სატელევიზიო მედია მაყურებლისთვის მეტად მიმზიდველია. კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველოს" მონაცემებზე დაყრდნობით, (რომელიც 2005 წლიდან უწყვეტად ზომავს სატელევიზიო აუდიტორიას საქართველოში) შევადარეთ ყველაზე რეიტინგული ტელევიზიების სამეული 2007 წლის სექტემბერ-ოქტომბერში და 2015 წლის იმავე პერიოდში.
ფოტო: TV MR GE
„იმედის" სატელევიზიო წილი სამიზნე აუდიტორიისათვის (18+), 14%-ით აღემატებოდა „რუსთავი 2"-ის წილს და 33%-ით „1 არხის" წილს. 2007 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ტელეკომპანია „იმედი" უპირობო ლიდერის პოზიციაზე იმყოფებოდა.
ფოტო: TV MR GE
ფოტო: TV MR GE