დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასის ცნობით, ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება ისნის, კრწანისის, გლდანის, საბურთალოს, ვაკის, მთაწმინდის, სამგორის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებს.
გლდანის რაიონი: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, გლდანის I მასივის და სოფელ გლდანის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის და პეტრიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი: 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი: 02:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის, ტელეგრაფის ჩიხის, ფურცელაძის, ათონელის, ბარათაშვილის, სულხანიშვილის, გოგჩას, სანაპიროს, ორბელიანის, მტკვრის, ხიდის, მანჯგალაძის, გუდიაშვილის, აბაშიძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, თაბუკაშვილის და პუშკინის ქუჩების მაცხოვრებლებს. გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი: 00:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის მოედნის, ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის, ლაისტის და გულუას ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი: 00:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, I ხეივნის, II ხეივნის, გულიას, გორგასლის, კრწანისის, ნაკაშიძის, მტკვრის და სადგურის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები: 01:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წერეთლის გამზირის, ბაგრატიონის, ქუთაისის, ყიფიანის, ევდოშვილის, ფოთის, ცაბაძის, სანაპიროს და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





