სამოქალაქო საზოგადოება

ივანიშვილი: დღეს ბავშვებს ვეუბნებოდი, ერთ კაცზე არ უნდა იყვნენ ორიენტირებული

დღეს მქონდა კარგი შეხვედრა ბავშვებთან, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე იყო საუბარი. საუბარი იყო - თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს, რომ სახელმწიფოს ნაწილია და იზრუნოს სხვა დანარჩენზეც. ნაციონალური მოძრაობა და, საუბედუროდ, სხვა პარტიებიც ახერხებენ მხოლოდ საკუთარ გუნდზე ზრუნვას. ბავშვებს ვეუბნებოდი - ჩვენ გვაქვს ამის კარგი მაგალითი და დღესაც გრძელდება, რომ ერთ გუნდს და ერთ კაცს ემსახურონ. ახალგაზრდებს ვასწავლით ჩვევებს. ამაზე იყო ეს ოლიმპიადა, რომ ერთ გუნდსა და ერთ კაცზე არ უნდა იყოს ორიენტირებული არცერთი მოქალაქე და მით უმეტეს სახელმწიფო მოხელე.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი დღეს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაზე იმყოფებოდა.

კომენტარები