გაირკვა, რომ მოსამართლემ ყველაფერი გამოიტანა, სანამ სამუშაო დღე მიმდინარეობდა. შემდეგ გასაჯაროვდა ღამით, ისევ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების მიერ, რომლებსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ. ბევრ მათგანს ვიცნობ, ბევრ მათგანთან ვმუშაობ, მაგრამ მხოლოდ ამ ფაქტებზე და იმაზე მსჯელობა, არსებობს თუ არა მედიაპლურალიზმი და არის თუ არა პრესა საქართველოში, ჩემთვის პირადად, მიუღებელია. რა თქმა უნდა, აქ ტელევიზიის არსებობასა და სიტყვის თავისუფლებაზე ლაპარაკი არც უნდა იყოს. მთავარია, რომ ტელევიზია იყოს თავისუფალი და არ უნდა გადაიქცეს საპროპაგანდო მანქანად.
tbl.ge/13c1
დაკოპირდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე IPRESS-თან საუბარში.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე