რუსთავი 2-ის საქმე

საღინაძე ივანიშვილს: შეეშვით ცუდ საქციელს, მოიქეცით კარგად

ბატონო ბიძინა, ნუ გეშინიათ ჩვენი, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები, თქვენც ჩვეულებრივი ადამიანი ხართ, არ გვძულხართ. მოიქეცით კარგად და რასაც გავაკეთებთ ჩვენ, საინფორმაციოში იქნება, რაღაც მხატვრულ ნაწარმოებში იქნება, თუ ნებისმიერ რამეში, სადაც თქვენი სახე რამენაირი ფორმით აისახება, გამოჩნდება კარგად. კარგი გამოჩნდება კარგად. ცუდად ნუ მოიქცევით და არ გამოჩნდებით ცუდად, ძალიან მარტივია მოცემულობა, ჩვენ ვართ სარკე, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ შემოგვხედოთ თვალებში და დაინახოთ საკუთარი თავი, ძალიან ცუდად გამოიყურებით, ცუდად იქცევით, შეეშვით ცუდ საქციელს, მოიქეცით კარგად, თქვენც მშვიდად იქნებით და ჩვენც.

პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები