დღეს ელექტრომომარაგება თბილისის ორ უბანს შეეზღუდება

თბილისის ორ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია თელასის ცნობით,  საბურთალოს რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეეხება.

დიდგორის რაიონში კი, 11:00-დან 15:00 საათამდე, ლექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს თელასი.

კომენტარები