რუსთავი 2-ის საქმე

დანელია: პრეზიდენტმა და პარლამენტის სპიკერმა დაიცვან ქვეყანა ივანიშვილისგან

ჩვენ აქ ვიცავთ ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაბედა და ფეხქვეშ გათელა ქვეყნის კონსტიტუცია, ცხადია, ეს მას ძალიან ძვირად დაუჯდება. მე მოვუწოდებ ამ ეთერიდან საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, რომელიც არის ამ ქვეყანაში კონსტიტუციის გარანტი, უსწრაფესი რეაგირება მოახდინოს მომხდარზე. აქვე, მე მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც პროცედურული დემოკრატიის დიდი თაყვანისმცემელი და მხარდამჭერია. ეს ადამაინები გამოვიდნენ, გააკეთონ უსწრაფესი განცხადებები და გააჩერონ ეს ადამიანი, დაიცვან ჩვენი ქვეყანა ამ ადამიანისგან, რადგან თთოეული ჩვენგანი ძალიან ძვირ ფასს გადაიხდის იმისთვის, რაც ახლა ხდება, თუ ბიძინა ივანიშვილს გაუვიდა ეს ახირება და მისი ახირება შესრულდა. 

მედიაექსპერტი ნინო დანელია რუსთავი ორის საქმეზე.

კომენტარები