ავიაკასტროფა

კრემლი: თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზზე თეორიები მხოლოდ სპეკულაციებია

AFP

კრემლის განცხადებით, თეორიები ქალაქ სინაიში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ, რომელმაც 224 მგზავრი იმსხვერპლა, ამ ეტაპზე მხოლოდ სპეკულაციებია.

ჟურნალისტებთან საუბარში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ "ნებისმიერი სახის ვერსია მომხდართან დაკავშირებით, მხოლოდ გამოძიებას შეუძლია, წამოაყენოს". პესკოვმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა თვითმფრინავის შესაძლო დაბომბვაზე ისაუბრეს.

თავის მხრივ, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები აცხადებენ, რომ თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს.

შეგახსენებთ, რომ შაბათს შარმ ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგისკენ მიმავალმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა აფრენიდან 23 წუთში ეგვიპტის ქალაქ სინაიში განიცადა.

კომენტარები