კრიმინალი

შსს: პოლიციამ განზრახ მკვლელობისთვის 2011 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 2011 წლიდან განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი, 1979 წელს დაბადებული მანუჩარ მ. რუსთავში დააკავეს. მანუჩარ მ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „ა-კა-ეს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი და 165 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2011 წლის 6 მარტს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 1984 წელს დაბადებული ვ.ბ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მანუჩარ მ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები