საცობი

ნარმანია: პიკის საათებში, დასუფთავების მანქანები ვიწრო ქუჩებში აღარ ივლიან

რაც შეეხება მოქალაქეების მხრიდან გამოთქმულ უკმაყოფილებას პიკის საათებში დასუფთავების ავტომანქანების მოძრაობასთან დაკავშირებით, აღნიშნულზე ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ და ქალაქის გადატვირთულ უბნებში, სადაც მაღალია საცობები, დასუფთავების ავტომანქანების სპეციალური მუშაობის რეჟიმი მოვამზადეთ. კერძოდ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში, სადაც ვიწროა ქუჩები და ინტენსიურია მოძრაობა, ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, დილის 9-ის ნახევრიდან 11-ის ნახევრამდე და საღამოს 6-ის ნახევრიდან 9-ის ნახევრამდე ანუ პიკის საათებში დასუფთავების ავტომანქანები ასეთ ვიწრო ქუჩებში აღარ იმუშავებენ. ეს გარკვეული თვალსაზრისით იმოქმედებს მოძრაობაზე და ინტენსიურს გახდის გადაადგილებას.

თბილისის მერი დავით ნარმანია დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები