მოგეხსენებათ, რომ სანამ ივანიშვილი რუსთავი ორის ეზოში ეძებდა რკინის კონსტრუქციებს, მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ აღმართა უხილავი ბარიკადა და სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ მუხლი შეაჩერა.
ანუ ახლა მოსამართლე ურთმელიძემ ნაჯახი რომ დააარტყას და დავა ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვიტოს, ის მაინც ვერ აღსრულდება, სანამ ყველა ინსტანციას არ მოივლის.
შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ რომ ივანიშვილის გავლენისგან თავისუფალი და ყველაზე პოპულარული ტრიბუნა რამდენიმე თვით დაცულია. ბრძოლის ეს რაუნდი ივანიშვილმა პირწმინდად წააგო. თუმცა ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს.




