მედიის თავისუფლება თურქეთში

თურქეთში ხელისუფლების კრიტიკის გამო ჟურნალის მთავარი რედაქტორები დააკავეს

www.todayszaman.com

თურქეთში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალ Nokta-ს ორი მთავარი რედაქტორი დააკავეს, ხოლო გამოცემის ბოლო ნომერი მიმოქცევიდან ამოიღეს. ჟურნალის ყდაზე პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის გამოსახულებას ეწერა - "ორშაბათი, 2 ნოემბერი, თურქეთში სამოქალაქო ომის დაწყების დღე". როგორც ცნობილია, გასულ კვირას ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ გაიმარჯვა.

სექტემბერში ყოველკვირეული გამოცემის ოფისში პოლიცია შევიდა, მას შემდეგ, რაც ჟურნალის გვერდებზე ფოტომონტაჟი გამოქვეყნდა, სადაც მომცინარი ერდოღანი დაღუპული თურქი ჯარისკაცის ფონზე სელფის იღებს.

გასულ კვირას პოლიცია სხვა კრიტიკულად განწყობილი მედიის ოფისებშიც შევიდა.

აღსანიშნავია, რომ მედიის თავისუფლების კუთხით, Reporters Without Borders-ის ანგარიშის თანახმად, თურქეთი 180 ქვეყანას შორის 149-ე ადგილზეა.

კომენტარები