მედიის თავისუფლება თურქეთში

თურქეთის მთავრობამ Youtube და Twitter დაბლოკა

თურქეთის მთავრობამ Youtube და Twitter დაბლოკა, მიზეზი გასულ კვირას მძევლების გათავისუფლების ოპერაციის კადრების ინტერნეტში გავრცელება გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თურქეთის სასამართლოს მოთხოვნით სოციალური მედიის ორი გიგანტი ქვეყანაში დაიბლოკა. საიტების დაბლოკვამდე თურქეთის მთავრობამ გაზეთებს თავდასხმის ფოტოების გავრცელება აუკრძალა. გაზეთებს მთავრობამ „ტერორიზმის პროპაგანდაში“ დასდო ბრალი.

საუბარია სპეცოპერაციაზე, რომლის შედეგადაც გამტაცებლებთან ერთად მძევლებიც დაიღუპნენ.

Youtube-თან და Twitter-თან ერთად თურქეთის მთავრობამ მთლიანობაში 166 საიტი დაბლოკა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თურქეთში სოციალურ ქსელებს ბლოკავენ. მსგავსი რამ გასულ წელს, ადგილობრივი არჩევნების შემდეგაც მოხდა.

2014 წლის ივლის-დეკემბრის Twitter-ის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თურქეთი პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომელიც სოციალურ ქსელს სხვადასხვა მასალის აღებას სთხოვს.

კომენტარები