ფარული ჩანაწერები

პრემიერი სააკაშვილზე: ასეთი პიროვნების ადგილი ციხეშია

ნამდვილად არ მინდა აქ სააკაშვილზე საუბარი, მაგრამ რადგან შეკითხვას მისვამთ, გიპასუხებთ. როდესაც გახდა ოდესის გუბერნატორი, მისი გადაწყვეტილება და არჩევანი უკრაინის მოქალაქეობის მიღება იყო. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, იუსტიციის მინისტრი ვალდებული იყო, დაეწყო ლეგალური პროცედურა. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მიზნებს, არ ვაპირებ, ვიყო მისი ადვოკატი და ვერც მის მომავალზე გავაკეთებ პროგნოზს. ამ ადამიანმა უკვე აირჩია საკუთარი გზაც და პოლიტიკური მომავალიც. დემოკრატიულ და ცივილიზებულ ქვეყანაში, ცივილიზებულ მსოფლიოში, არ არსებობს სივრცე პოლიტიკოსისთვის, რომელიც აქეზებს თავის თანაპარტიელებს და ტელევიზიის დირექტორებს, მოახდინონ დაჯგუფებებისა და რევოლუციის, სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება. ასეთი პიროვნების ადგილი, მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკოსია თუ ჟურნალისტი, ციხეშია. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრთა აუდიოჩანაწერები, სადაც ისინი საუბრობენ საქართველოში რევოლუციის მომზადებასა და სახელმწიფო გადატრიალებაზე. ესაა მისი ოცნება. საქართველო დღეს ძლიერი დემოკრატიული, სტაბილური სახელმწიფოა და, რა თქმა უნდა, ერთგული ვრჩებით, განვაგრძოთ ჩვენი გზა ევროპული ოჯახისკენ.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთში. რუსთავი 2-ის თარგმანი.

კომენტარები