ე.წ. თვითმკვლელი ღვთისმშობელი

ანდრონიკაშვილი: რელიგიური გრძნობები საბაბია სხვისი თავისუფლების შეზღუდვისთვის

რელიგიური გრძნობები არის ძალიან ბუნდოვანი ტერმინი და შეიძლება ითქვას, რომ არც არანაირი ცნება არ არის. საქართველოში "რელიგიური გრძნობები" რეალურად, არის რაღაც კონტეინერი, შიგთავსი, ფორმა, რომელსაც გარკვეული ძალები, კონკრეტულად საპატრიარქო იყენებს იმისთვის, რომ თავს დაესხან და შეზღუდონ სხვისი თავისუფლება, ამ შემთხვევაში, უნივერსიტეტის აკადემიური თავისუფლება. სხვა ქვეყნებში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არის მეტნაკლებად მკაცრად განმარტებული იურიდიული კატეგორია, სადაც ლაპარაკია ძალიან უშუალო შებღალვაზე რაღაცა სიწმინდეების. მაგალითად, საქართველოში ერთ-ერთი მეჩეთის კედელზე ღორის თავის დამაგრება იყო მორწმუნის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა - როდესაც შენ მიდიხარ და მის სიწმინდეს ფიზიკურად ბღალავ. ამაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერანაირ რეაქციას ვერ გავიგონებდით ვერც საპატრიარქოსგან და ვერც ახლა რელიგიური გრძნობების გამო აღელვებული ადამიანებისგან, სწორედ იმიტომ, რომ არანაირ გრძნობებზე ლაპარაკი არც არის, ეს სრულიად არ არის მთავარი, ეს არის მხოლოდ საბაბი სხვა რაღაცეებისთვის. ეს სხვა რაღაცა კი არის უბრალოდ მეტი ძალაუფლებისთვის, მეტი გავლენისთვის ბრძოლა და სხვისი თავისუფლების შეზღუდვა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ ანდრონიკაშვილი მხატვარ ლია უკლებას ნახატთან (ე.წ თვითმკვლელი ღვთისმშობელი) დაკავშირებით პატრიარქის განცხადებაზე, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები