კალაძე: გელა დუმბაძემ პრემიერის განცხადებები ყურადღებით უნდა წაიკითხოს

გელა დუმბაძემ უფრო მეტი უნდა წაიკითხოს იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც ენერგეტიკის სამინისტროსა და პრემიერმინისტრის მხრიდან იქნა გაკეთებული. ჩვენდა სამწუხაროდ, არის გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, მე მათ გაკოტრებულ პოლიტიკოსებს ვუწოდებ, რაღაცნაირად ცდილობენ, რომ მოსახლეობას თავი რაღაცით მაინც შეახსენონ. მომავალ წელს გვაქვს საპარლამენტო არჩევნები და ხდება კონკრეტულად ამ თემის ირგვლივ გარკვეული მანიპულირება. არაერთხელ აღვნიშნე და წარმოვადგინე თუ რა ურთიერთობები იყო წლების განმავლობაში, რა მოცულობების გაზს ვიღებდით, ვიღებთ და მომავალშიც მივიღებთ.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ განაცხადა, რომ მისი შეფასებით საქართველოს მთავრობის მიერ Gazprom-თან დაწყებული მოლაპარაკებები ქვეყნისთვის ნეგატიური მოვლენაა.

კომენტარები