ხანძარი რუმინეთში

ბუქარესტის ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

Reuters

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ღამის კლუბ Colectiv-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შესაძლოა დაღუპულთა რაოდენობამ კიდევ მოიმატოს.

პარასკევს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 23:00-ზე, იმ დროს, როდესაც მძიმე მეტალის ბენდი Goodbye to Gravity უფასო კონცერტს ატარებდა, კლუბში ცეცხლი გაჩნდა. ხანძარი ფეიერვერკებმა გამოიწვია. ცეცხლი მოედო ჭერს და სვეტებს. კლუბში 400-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ხალხი პანიკამ მოიცვა და კლუბიდან გასვლა გართულდა.

კლუბიდან საავადმყოფოში 140-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს. რუმინეთში მესამე დღეა, გლოვა მიმდინარეობს. ამ დროისთვის ყველა დაღუპული იდენტიფიცირებულია.

კომენტარები